ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ესაუბრა

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს ესაუბრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, - ინფორმაციას უნგრული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე, პიტერ სიიარტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ცენტრალური ევროპის ენერგომომარაგების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
„მათ რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის უკრაინაში ომის სტატუსი, მშვიდობის მიღწევის პოტენციალი, გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ტარიფების დაწესებით შექმნილი ვითარება“, - აღნიშნა სიიარტომ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის საკითხზე ვიქტორ ორბანთან ისაუბრებდა.
„ის ჩემი მეგობარია. მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ ასე მოვიქცევი, მან შეიძლება შეწყვიტოს [რუსული ნავთობის შესყიდვა] და ვფიქრობ, ასეც მოვიქცევი“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.