– გრძელი და რთული ღამე გადავიტანეთ, 24 წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის ომის სესხის გამოყოფა – ცუდი ამბავი ის არის, რომ ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება

გრძელი და რთული ღამე გადავიტანეთ. მოვახერხეთ ომის რისკის თავიდან აცილება, არ დავუშვით, რომ ევროპას რუსეთისთვის რუსული აქტივების გამოყენებით ომი გამოეცხადებინა , – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, ეს გეგმა ევროპას ომში ჩაითრევდა და უნგრეთს 1000 მილიარდი უნგრული ფორინტის გადახდის ტვირთს დააკისრებდა.
„ჩვენ შევძელით უნგრული ოჯახების ამისგან დაცვა. ამავდროულად, 24 წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა უკრაინისთვის ომის სესხის გამოყოფა მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუ ვერ შეძლებს სესხის დაფარვას, ამ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ“, – აცხადებს ორბანი.
მისი თქმით, აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღონ.
„საბედნიეროდ, V3-ის თანამშრომლობა კვლავ აქტიურია: უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, რომ ამ მატარებელში არ ასულიყვნენ. ამით ჩვენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დავიცავით ამ უზარმაზარი 90 მილიარდი ევროს სესხის ტვირთისგან. ცუდი ამბავი ის არის, რომ ბრიუსელში ომისთვის მზადება აშკარად გრძელდება. უნგრეთი ევროპაში მშვიდობის ხმად რჩება და არ დაუშვებს, რომ უნგრელი გადასახადის გადამხდელების ფული უკრაინის დასაფინანსებლად გამოიყენონ,“ – აცხადებს ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…