ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს ალის ვაიდელს შეხვდა

ვიქტორ ორბანი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს ალის ვაიდელს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს შეხვდა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერსა და გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ალის ვაიდელს ბუდაპეშტში შეხვდა.
„ხალხი მიგრაციაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი ამას ხელს უწყობს. ხალხს მშვიდობა სურს, ევროკავშირი კი ომს ამწვავებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ცნობისთვის, გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.