ვიქტორ ორბანი - ბრიუსელს ომისა და სანქციების გაგრძელება სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელისთვის საკეთილდღეოა.
„პოლიტიკაში იშვიათი მომენტებია, როდესაც დებატებსა და ეჭვებს აზრი არ აქვს - როდესაც რაღაც იმდენად ნათლად კარგია, რომ ძნელია მისი სხვაგვარად დანახვა. ჩვენი მოლაპარაკებები ვაშინგტონში სწორედ ასეთი მომენტი იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელის საკეთილდღეოა“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან.
„ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან. მათ სურთ ომისა და სანქციების გაგრძელება. ნუ ჩქარობ, ბრიუსელო! ამაზე თავადაც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი“, - აღნიშნა ორბანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.