ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა

ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში იმ მოთხოვნების შესახებ წერს, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიმართ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.„კინაღამ გამომრჩა ვიქტორ ორბანის “ულტიმატუმი” – მან ევროკავშირს 12 მოთხოვნა წარუდგინა. „რას ითხოვს უნგრელი ხალხი ბრიუსელისგან? იყოს მშვიდობა, თავისუფლება და ერთიანობა“, – ამით დაიწყო მან X-ში გამოქვეყნებული თავისი ჩამონათვალი:
ჩვენ ვითხოვთ ერების ევროპას;
ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას კანონის წინაშე ყველა წევრი სახელმწიფოსთვის;
დაუბრუნდეთ წევრ-სახელმწიფოებს უკანონოდ ჩამორთმეული კომპეტენციების აღდგენა;
ვითხოვთ ნაციონალურ სუვერენიტეტს და ძლიერი ვეტოს უფლებას ეროვნული მთავრობებისთვის;
ევროკომისიიდან უნდა მოხდეს სოროსის აგენტების, ხოლო ევროპარლამენტიდან კორუმპირებული ლობისტების განდევნა;
შეეშვით ჩვენი შვილიშვილების მომავლის “დაგირავებას” და მოახდინეთ ევროკავშირის ვალების ლიკვიდაცია;
არ ჩაერიოთ უნგრეთის ეროვნული გვარდიის უფლებამოსილებაში საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვის კუთხით;
შეჩერდეს მიგრანტების „იმპორტი“ და დაიწყოს ევროკავშირში არალეგალურად ჩასული პირების გაძევება;
კორუფციით მიღებული დოლარი და ევრო ევროკავშირის ქვეყნებში არ უნდა შემოვიდეს;
აიკრძალოს ჩვენი შვილების გაუკუღმართებული არაბუნებრივი განათლება;
დაცული იქნას ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა;
ვითხოვთ მშვიდობას ევროპაში და ევროკავშირს – უკრაინის გარეშე“, – წერს დავით ქართველიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.