არქივი8 ნოემბერი, 2025, 10:07
ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან ათავისუფლებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლებს.
„გადაწყვეტილება მიღწეულია: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TurkStream-ისა და Friendship-ის მილსადენების სანქციებისგან სრული გათავისუფლების გარანტია მოგვცა“, - წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, აღნიშნული მილსადენების სანქციებისგან სრული გათავისუფლება უნგრეთს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ოჯახებისთვის ევროპაში ყველაზე დაბალი ენერგოფასების უზრუნველყოფა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.