ვიქტორ ორბანის გადადგომის მოთხოვნით უნგრეთში საპროტესტო აქციაა დაანონსებული

ვიქტორ ორბანის გადადგომის მოთხოვნით უნგრეთში საპროტესტო აქციაა დაანონსებული – ოპოზიციის მთავარი ლიდერი პიტერ მაგიარი, მომხრეებთან ერთად მარშის გამართვას პრემიერ მინისტრის ოფისამდე აპირებს.
მიზეზი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გადის, მედიაში გავრცელებულ კადრებს უკავშირდება. საქმე ეხება ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს, რომ ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა ცენტრში პოლიციელი ფიზიკურად ძალადობას არასრულწლოვანზე.
პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო მართვაში არსებულ ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა ცენტრში ამ დროისთვის სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. ირკვევა, რომ გამოძიების ობიექტია ცენტრის ყოფილი დირექტორიც, რომელსაც პროსტიტუციის ქსელის მართვაში, ფულის გათეთრებასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა