არქივი25 იანვარი, 2024, 04:41
ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - კანდიდატების შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება
ვის წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დღეიდან იწყება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება.
პროცესი 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.