ვის ლიკვიდაციას გეგმავდნენ იციკ მოშეს მკვლელობის ორგანიზატორები კვიპროსში – ვის ასახელებენ სპეცსამსახურები დაგეგმილი ტერაქტების დამკვეთად

ბიზნესმენმა იციკ მოშემ მედიით შეიტყო, რომ კვიპროსში დაკავებულ ირანული წარმოშობის ორ მამაკაცს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მისი მკვლელობის დაგეგმვასთან. ისრაელისა და კვიპროსის სადაზვერვო სამსახურების ერთობლივი მუშაობით გამოვლენილია ჯგუფი, რომელიც ხმელთაშუაზღვის კუნძულზე ებრაელ მოქალაქეებზე თავდასხმებს გეგმავდა. ადგილობრივი მედია, უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ კვიპროსში დაგეგმილი დანაშაულის უკან იგივე პირი დგას, ვინც 2022 წელს თბილისში იციკ მოშეს მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი. ებადი არაბლუ ირანის რევოლუციური გვარდიის ქოლგის ქვეშ მოქმედი ორგანიზაცია “ყუდსის ძალების” წარმომადგენელია.
კვიპროსშიც, ისევე, როგორც თბილისში, სავარაუდო ტერაქტის სამიზნე ებრაელი ბიზნესმენი იყო. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარ აცნობეს და ქვეყნის დატოვება მოასწრო. დანაშაულის მომზადების ბრალდებით კი ირანის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულებს ებადი არაბლუსთან აკავშირებს.
იციკ მოშეზე ტერორისტული თავდასხმა ქართველმა სამართალდამცველებმა 2022 წლის ნოემბერში აღკვეთეს. დაკავებულია სავარაუდო კილერი – პაკისტანის მოქალაქე ამირ ხანი. მისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებით კი პასუხისგებაში მისცეს ირანისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი. მათ დანაშაული აღიარეს და პატიმრობაც შეეფარდათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის აღკვეთა მოხერხდა. მსგავსი დანაშაულისთვის, კვიპროსში, რამდენიმე პირი ივლისშიც დააკავეს. ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმები იგეგმებოდა თურქეთსა და საბერძნეთშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება