არქივი30 აპრილი, 2024, 11:39
ვის ეკუთვნის საბროკერო კომპანია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა და რა კავშირი აქვს ყოფილ პრემიერ მინისტრთან
ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ არასწორად წარდგენილი დოკუმენტაციის გამო დააჯარიმა.
საბროკერო კომპანია სს „ჰერითიჯ სიქიურითიზის“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სს „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ 2009 წლიდან ფუნქციონირებს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, საბროკერო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბანკირი და ბიზნესმენი ვლადიმერ გურგენიძეა. საბჭოს წევრები არიან მიხეილ გვენცაძე და თენგიზ ლაშხი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.