ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ₾31.8 მილიონად ვაკის პარკის რეაბილიტაციას დაასრულებს? – BMG

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ₾31.8 მილიონად ვაკის პარკის რეაბილიტაციას დაასრულებს? – BMG
ტენდერი დასრულებულია 31.8 მლნ ლარად ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციას შპს დაგი ჩაიბარებს.
შესყიდვების სააგენტოზე ასახული ინფორმაციის თანახმად კომპანია 28 მარტს გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მერიას კასკადის რეაბილიტაციისთვის მაქსიმალურ გადასახდელ თანხად 47 მლნ ლარი ჰქონდა მითითებული, “დაგი” კი ამას 15.2 მლნ ლარით იაფად გააკეთებს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანიის წილის 75% გოგა გულორდავას ეკუთვნის, 25%-ს ფლობს თამარ ჩხეტია. დირექტორი მიხეილ შარანგიაა.
ტენდერების მონიტორის ინფორმაციით, 2004 წელს რეგისტრირებული კომპანიის მოგებული ტენდერებიდან მიღებული თანხა 638,7 მლნ ლარია. აქედან, გამარტივებული შესყიდვებით 53.7 მლნ ლარი აქვს მიღებული.
ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის ტენდერის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
პროექტის ძირითადი მოთხოვნები
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:
· არსებული შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი ვიზუალის აღდგენა;
· ჰიდროიზოლაციის გაუმჯობესება;
· ელექტროენერგიის დამზოგველი განათების სისტემის დამონტაჟება;
· წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების სრული განახლება;
· სამშენებლო სამუშაოების საქართველოს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელება;
· ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

მიხეილ სააკაშვილი: სხვა პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით ენმ არ არის არც ბიზნეს-პროექტი, არც 1 ადამიანის მართული პარტია. ის ქვემოდან ზემოთ იმართება მრავალრიცხოვანი სახალხო ბაზით და ამ მხარდამჭერების პოზიცია ჩვენთვის გადამწყვეტია