არქივი12 იანვარი, 2026, 18:55
,, ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მე პიჯაკების საქმეზე 8 მილიონ 400 ათასი ლარის, ე.ი. 3 მილიონი $-ის “გაფლანგვას” მედავებოდნენ. არა მითვისებას, არამედ სწორედ რომ “გაფლანგვას” – ოფიციალურ ხარჯებს ოფიციალურ ვიზიტებზე და ქილერი ფარცხალაძის შეკერილი საქმით 9 წელი მომისაჯეს.
ღარიბაშვილს პირადად მითვისებული 6 მილიონი დოლარი სახლში უპოვეს და მხოლოდ 5 წელი მისცეს, ისიც დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გარეთ გააგდებენ.
ვისაც ღარიბაშვილის ასე ჩასმა გაგიხარდათ, ვერ ხართ ვერაფერში გარკვეულები. სინამდვილეში საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.