ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან “არა-ს”! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე” – თამრიკო ჭოხონელიძე

“ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ჩამიტარებია თუ არა კონცერტი რუსეთში, მიმღერია თუ არა რუსებისთვის გეტყვიან “არა-ს”! 1982 წლის შემდეგ ფეხი არ დამიდგამს მათ სცენაზე” – თამრიკო ჭოხონელიძე
მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის წლე­ბის წინ რუ­სეთ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.
ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მი­სი­ვე თქმით, 1982 წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში არ ყო­ფი­ლა.
“დიდი ხა­ნია მა­ვან­ნი ცდი­ლო­ბენ ხან რა და­მაბ­რა­ლონ, ხან რა… მაგ­რამ ეს არ მწყინს, რად­გან ჩემს სი­მარ­თლე­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, არც მე და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მაგ­რამ არის სა­კი­თხი, რო­მელ­საც უპა­სუ­ხოდ ვერ დავ­ტო­ვებ­დი, რად­გან ეს ჩემი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვი ქმე­დე­ბაა.
მსურს, მივ­მარ­თო „პოსტვის”, რომ­ლის ეთერ­შიც გა­ვი­და ეს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი სი­უ­ჟე­ტი: სად არის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ღირ­სე­ბა?! პი­როვ­ნუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა?! არ გრცხვე­ნი­ათ?! ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ (მათ შო­რის ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რზე და პო­ზი­ცი­ა­ზე მდგომ ადა­მი­ან­საც) რამ­დე­ნად ვარ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან, ჩა­მი­ტა­რე­ბია თუ არა კონ­ცერ­ტი რუ­სეთ­ში, მიმ­ღე­რია თუ არა რუ­სე­ბის­თვის – დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გე­ტყვი­ან „არა-ს”!
დიახ, ყვე­ლა გე­ტყვით, რომ კარ­გად ახ­სოვთ ჩემი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე ერთ-ერთი ვი­ყა­ვი, ვინც ეს ხმა­მაღ­ლა და არა­ერ­თხელ გა­აპ­რო­ტეს­ტა.
1982 წლის შემ­დეგ ფეხი არ და­მიდ­გამს რუ­სე­თის სცე­ნა­ზე, თქვენ კი ამ­ბობთ, რომ 2012 წელს მოს­კოვ­ში კონ­ცერ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რა­ტომ არ და­იხ­მა­რეთ კად­რი, სა­დაც მე ვმღე­რო­დი რუ­სე­ბის­თვის? – იმი­ტომ, რომ ვერ­სად ვერ მო­ი­ძი­ებ­დით! არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში მსგავ­სი კად­რი. ცოტა მა­ინც არ იგ­რძე­ნით უხერ­ხუ­ლო­ბა, როცა ასეთ ცილს მწა­მებ­დით? რა თქმა უნდა, არა! ამი­ტომ მოგ­მარ­თავთ, მყი­სი­ე­რად გა­ას­წო­როთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და თქვენს მა­ყუ­რე­ბელს მი­ა­წო­დოთ სწო­რი ფაქ­ტე­ბი, მო­მი­ხა­დოთ სა­ჯა­როდ ბო­დი­ში ან სხვა გზას არ მი­ტო­ვებთ იმის გარ­და, რომ მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლოს!” – წერს ჭო­ხო­ნე­ლი­ძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.