არქივი5 მაისი, 2024, 10:40
ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია პოლიციამ დაშალა და 25 სტუდენტი დააკავა - Reuters
ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დემონსტრანტებს უნივერსიტეტის კამპუსში კარვები ჰქონდათ გაშლილი და ღაზის სექტორში ომის შეჩერებას ითხოვდნენ.
Reuters წერს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ შეკრებილები წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენის გაზის მეშვეობით დაშალა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.