ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვირტუსმა" "ტორტონა" შენგელიას წინამძღოლობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით "ვირტუსმა" ბოლონიაში "ტორტონა" გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალური სერიის 2 მოგებით დაწყების შემდეგ "ტორტონამ" საპასუხო მატჩებიდან მაქსიმუმი გამოწურა და შინ ორივე მატჩის მოგებით სერია გაათანაბრა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა "ვირტუსმა" მოედნის უპირატესობით ისარგებლა და სერიის გადამწყვეტ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც "ტორტონა" 92:63 დაამარცხა და სერია 3:2 მოიგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, 1
სამიანი კი ააცილა. 15 ქულა დააგროვდა მარკო ბელინელიმ, 12 – ალესანდრო პაჟოლამ.
"ვირტუსი" ნახევარფინალში "ვენეციას" შეხვდება, რომლის ღირსებასაც გიგა ჯანელიძე იცავს, თუმცა ქართველ ფორვარდს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა. ვენეციელებმაც 5-მატჩიანი სერია გადააგორეს მეოთხედფინალში, სადაც კერკეტი "რეჯიო ემილია" 3:2 დაამარცხეს.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.