ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა

"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა

იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა", რომელმაც ბოლონიაში "რეჯანას" უმასპინძლა და დიდი სხვაობით – 69:45 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი მატჩის MVP გახდა.
შენგელიას მსგავსად, 14-14 ქულა დააგროვეს ფრანგმა ესაია კორდინიემ და ამერიკელმა მეტ მორგანმა, თუმცა ქართველ ფორვარდს 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა და საერთო სარგებლიანობის ინდექსით ყველას აჯობა.
"ვირტუსი" 17-7 ბალანსით მე-2 ადგილზეა, თუმცა ლიდერ "ტრაპანისაც" ანალოგიური ბალანსი აქვს, ისევე, როგორც მე-3 პოზიციაზე მყოფ "ბრეშას". 7 აპრილს "ვირტუსი" "ტრევიზოს" ესტუმრება. მანამდე, 4 აპრილს "ვირტუსი" "ოლიმპია მილანოს"
ევროლიგის იტალიურ დერბიში შეხვდება.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.