არქივი7 მაისი, 2024, 15:10
ვიოლა ფონ კრამონი - არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე
არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროპარლამენტმა ნათლად თქვა თავის რეზოლუციაში და ასევე ამბობს ამ წერილში: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა საბოტირებს საქართველოს ევროპულ მომავალს. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს ფონ კრამონი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.