ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გერმანიაში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ “მწვანეების” მარცხს ის აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებს აბრალებს.
აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ფონ კრამონი არ აცნობიერებს, რომ მის პარტიას, გერმანელმა ამომრჩეველმა ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, სასტიკი განაჩენი გამოუტანა.
“ვიოლა ფონ კრამონის საოცარი დეგრადაცია – ევროპარლამენტის მიღმა აღმოჩენილი გერმანელი “მწვანეების” წარმომადგენელი ახლა მისი ქვეყნისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს აბრალებს “მწვანეების” ფიასკოს.
თუმცა, არ აცნობიერებს, რომ “მწვანეების” ფსევდოლიბერალური პოლიტიკის გამო, გერმანელმა ამომრჩევლებმა მას სასტიკი განაჩენი გამოუტანეს. საინტერესოა, “ნაცების” კმაყოფაზე კვლავ გააგრძელებს ყოფნას თუ მისი პოლიტიკური წონადობა უკვე უმნიშვნელოა?” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს მან ბევრისგან გაიგო, რომ პრობლემა არა პუტინში, არამედ აშშ-ში, გერმანიის დაზვერვასა და CIA-შია.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.