ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს

The Telegraph-ის ინფორმაციით, "სიტის" ბოსებმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ვარიანტების შერჩევა უკვე დაიწყეს და მათ სიაში სამი კანდიდატიც მოხვდა.
მანჩესტერელები ჯერ კიდევ გუნდის მოქმედი დამრიგებლის პეპ გვარდიოლას პასუხს ელოდებიან და სხვა მენეჯერებთან მოლაპარაკებებს ამის შემდეგ დაიწყებენ.
პეპს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, იმუშავებს თუ არა მომავალ სეზონშიც "ეტიჰადზე", მაგრამ წამყვანი სპორტული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ესპანელი "ქალაქელთა" რიგებს დატოვებს.
თუ ყველაფერი მართლაც ასე განვითარდა, "სიტის" მის შემცვლელად სამი კანდიდატი ესახება და ესენი ვინსენ კომპანი, ენცო მარესკა და ხაბი ალონსო არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.