ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ფუნიკულიორზე, ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა

ვინ იყო 28 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ფუნიკულიორზე, ფანჩატურის ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა

მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ასობით ადიამიანი სურათის გადასაღებად, შედის ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შენობა, რომლის იატაკი ჩავარდა და კედლები ჩამოინგრა, მერიას არ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, ეს ტერიტორია მუნიციპალურ საკუთრებასთან გამიჯნული არ არის და ის ხშირად ტურისტების თავშეყრის ადგილიც ხდება, თუმცა ადგილზე არც ამკრძალავი ნიშანი და არც ღობეა.
მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ფანჩატური, რომელიც ჩაინგრა, მათ საკუთრებაში არ არის და შესაბამისად, ამაზე არც პასუხისმგებლობას იღებენ.
წყარო: ტვ პირველი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.