ვინ იქნება შემდეგი ? – 9 მთავარი კანდიდატი, რომელთაც შესაძლოა, წმინდა ტახტი დაიკავონ

რამდენიმე დღის კათოლიკურმა სამყარომ ძალიან მძიმე ამბავი შეიტყო. 88 წლის ასაკში გარდაიცვალა… პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

დაკრძალვამდე პაპ ფრან­ცის­კეს ცხე­და­რი წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა­ში და­ას­ვე­ნეს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად…

როგორც ცნობილია, მაისში ვატიკანში კონკლავი შეიკრიბება – 100-ზე მეტი კარდინალი გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდეგი რომის პაპი.

თეორიულად, რომის პაპის უდიდესი თანამდებობის დაკავება ყველა მამაკაცს შეუძლია, ვინც კათოლიკურ ეკლესიაშია მონათლული, თუმცა 1378 წლიდან პონტიფიკოსი მხოლოდ კარდინალთა რიგებიდან ირჩევა. კარდინალის წოდებას კი სასულიერო პირებს რომის პაპი ანიჭებს.

ამ უდიდესი თანამდებობის დაკავებისას, დიდ როლს თამაშობს კანდიდატის სამშობლო, ასევე ასაკი. როგორც ცნობილია, 266 პაპიდან 217 იტალიელი გახლდათ. ყურადღება ექცევა ასაკსაც, მომავალი რომის პაპი არც ძალიან ახალგაზრდა უნდა იყოს. 200 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე პაპი არ იყო 60 წლის, დანარჩენთა საშუალო ასაკი დაახლოებით 67 წელია.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა