ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ დაწერა წერილი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა? – რა უთხრეს საპატიმროში ბორის ყურუას?

ვინ დაწერა წერილი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა? – რა უთხრეს საპატიმროში ბორის ყურუას?

ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს:
,,ზვიად ცეცხლაძე ვინახულე
მითხრა რომ წერილი მან დაწერა
საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი
14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა:
ვეფხია კასრაძემ
ვასილ კაძელაშვილმა
გიორგი გორგაძემ
ირაკლი მიმინოშვილმა
ინსაფ ალიევმა (უთარგმნეს რუსულად)
თორნიკე გოშაძემ
ნიკოლოზ ჯავახიშვილმაა
15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11 კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა.
ჩემი მიზქნი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით.
კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება.”
შეგახსენებთ, გუშინ ,,დაფიონმა” გამოაქვეყნა პატიმრების წერილი, რომელიც მალევე წაშალა. წერილს, რომელსაც რამდენიმე სინდისის პატიმარი აწერს ხელს, ნათქვამი იყო – ,,ჩვენთვის მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება” წერილს, სანამ ის ქსელიდან წაიშლებოდა, სკანდალური გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის პატიმრების ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ეჭვს გამოთქვამდნენ წერილის ავთენტიკურობაზე

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.