ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვინ გაიტანს მეტს, რონალდო თუ კვარაცხელია?" - ჯანაშიამ ამ კითხვაზე საინტერესო პასუხი გასცა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ RB Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანო რონალდო თუ ხვიჩა კვარაცხელია.
"ვინ გაიტანს უფრო მეტს? - მგონია, რომ რონალდო არა. ვფიქრობ, ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული იქნება. ის უმცროსია და თანაც, ქართველია! რონალდო კი უკვე საკმაოდ ასაკშია.
ახალგაზრდა ქართველი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ვეტერანი და ასაკში მყოფი პორტუგალიელი", - თქვა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ნაკრები სწორედ რონალდოს პორტუგალიასთან, ასევე თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად
იასპარეზებს.
· შინი.GE
· მარაო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.