ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ არის ჩერქეზი ახალგაზრდა, რომლის ქართულად ნამღერს ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ადი­ღე­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვის ვი­დეო, რო­მელ­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის კომ­პო­ზი­ტორ ეთერ ჭე­ლი­ძის ცნო­ბილ ქარ­თულ ჰიტს "მაღ­ლა მაღ­ლა რომ დაფ­რი­ნავ...“

ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში ვკი­თხუ­ლობთ, - ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტმა, ადი­ღე­ელ­მა ას­ტე­მირ აპა­ნა­სოვ­მა ამ­ჯე­რად მსმე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ცოდ­ნით გა­ა­ო­ცაო.

უცხო­ე­ლე­ბის არ ვი­ცით და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ადი­ღე­ე­ლი ბი­ჭის მიერ უაქ­ცენ­ტო ქარ­თუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, ას­ტე­მირს კო­მენ­ტა­რებ­ში უწერს:

"რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უნდა იყო, რომ უნაკ­ლოდ იმ­ღე­რო ქარ­თუ­ლად, ისე რომ არ იყო ქარ­თვე­ლი! ჩემო ძვირ­ფა­სო, შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ! ვინც ბო­ლომ­დე არ მო­უს­მენს, დიდ სუ­ლი­ერ სი­ლა­მა­ზეს და­კარ­გავს! მიყ­ვარ­ხარ, ვა­მა­ყობ შე­ნით, მად­ლო­ბა რომ მღე­რი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე.“

თუმ­ცა ეს ას­ტე­მი­რის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ ყო­ფი­ლა. რო­გორც მო­ვი­ძი­ეთ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტზე დუ­ეტ­ში "ან­გე­ლო­ზად მოხ­ვალ“ იმ­ღე­რა.

  • ვინ არის ას­ტე­მირ აპა­ნა­სო­ვი

ას­ტე­მი­რი 1989 წლის 21 სექ­ტემ­ბერს ნალ­ჩიკ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და-ძმას­თან, ალ­ბი­ნას­თან და ალიმ­თან ერ­თად, ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში. ის ეროვ­ნე­ბით ჩერ­ქე­ზია და ბავ­შვო­ბა­ში დიდ დროს ატა­რებ­და დე­დის ნა­თე­სა­ვებ­თან ადი­ღე­ის დე­და­ქა­ლაქ მა­ი­კოპ­ში.

აპა­ნა­სო­ვე­ბის მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მღე­როდ­ნენ ან­სამ­ბლ "ყა­ბარ­დინ­კა­ში“, ში­ნაც ხში­რად აწყობ­დნენ მუ­სი­კა­ლურ სა­ღა­მო­ებს, რო­მელ­შიც შვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ დროს ას­ტე­მი­რი თურ­მე ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნალ­ჩი­კის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ ამის­თვის ჩა­სა­რი­ცხად ქრთა­მი მოს­თხო­ვეს. რის შემ­დე­გაც მა­მას­თან ერ­თად, მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

  • მუ­სი­კა და შე­მოქ­მე­დე­ბა

ას­ტე­მირ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა ექ­ვსი წლის ასა­კი­დან და­ი­წყო. ბიჭი ჯერ ძმას­თან ალიმ­თან ერ­თად გა­მო­დი­ო­და, შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩა. მისი პრო­დი­უ­სე­რის ფუნ­ქცი­ებს კი მამა ითავ­სებ­და. ხან­და­ხან სცე­ნა­ზე ბავ­შვთან ერ­თად დე­დაც იდგა და მღე­რო­და. მშობ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ძი­ნეს დიდი მან­ქა­ნა სპექ­ტაკ­ლებ­ზე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და კოს­ტი­უ­მე­ბის გა­და­სა­ტა­ნად და გზა­ზე კი შვი­ლებს სკო­ლის­თვის ამე­ცა­დი­ნებ­დნენ, რად­გან ხში­რად უწევ­დათ გაც­დე­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი ას­ტე­მი­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში, გა­მო­დი­ო­და კონ­ცერ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში გა­და­წყვი­ტა სოლო კა­რი­ე­რა და­ე­წყო.

და­წე­რა ორი­გი­ნა­ლუ­რი ლექ­სე­ბი, მე­ლო­დი­ე­ბი და თავ­და­პირ­ვე­ლად კერ­ძო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და. ასე რომ, მას მეტი დრო და ენერ­გია ჰქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის. მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რად ყვე­ბო­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს: მა­გა­ლი­თად, მის რე­პერ­ტუ­არ­შია კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლე­ბიც ეძღვნე­ბა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს ლი­ა­ნას და მის ქა­ლიშ­ვილ სა­ფი­ნას. თა­ვის მე­ლო­დი­ებ­ში აერ­თი­ა­ნებს პო­პუ­ლა­რულ და ეთნო მუ­სი­კას.

ის რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დის კავ­კა­სი­უ­რი და რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რე­ბის წი­ნა­შე საფ­რან­გეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, ბელ­გი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, აშშ-სა და ჩი­ნეთ­ში. აპა­ნა­სო­ვი სცე­ნა­ზე გა­მო­დის ჰი­ტე­ბის ქა­ვერ ვერ­სი­ით და ორი­გი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც.

არ­ტის­ტის დის­კოგ­რა­ფი­ა­ში შე­დის სიმ­ღე­რე­ბი 13 ენა­ზე. ის ცდი­ლობს უცხო სი­ტყვე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად გა­მოთ­ქვას, რო­გორც ეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შემ­თხვე­ვა­შია. ამ­ბობს, რომ ყუ­რა­დღე­ბით სწავ­ლობს ტექსტს, შემ­დეგ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დის იმ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რა ენა­ზეც უნდა იმ­ღე­როს. არ­ტის­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ კარგ მუ­სი­კას ეროვ­ნე­ბა არ აქვს.

ვრცლად

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.