ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის რჩეული? - რას წერს იტალიური მედია ქართველი მოდელის შესახებ - Marao

იტალიური გამოცემა FQ Magazine წერს, ნინი გოგიჩაიშვილი იტალიელ რეპერ Fedez-ზეა შეყვარებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მის საქართველო 2018-ს, ნი­ნი გოგიჩაიშვილსა და ცნობილ იტა­ლი­ელ რე­პერს რომანი აქვთ. პრესა წერს რომ რე­პერ­მა და მოდელმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან ფოტოები გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, გამოხმაურების შემდეგ, პოს­ტე­ბი წა­შა­ლეს. ნინი და Fedez-ი ლოს-ანჯელესში, გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.
ნინის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ წყდება კომენტარები მისი და ფედესის ურთიერთობის შესახებ: "მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ Fedez-თან იყა­ვი? მოდი, გა­ვა­ქარ­წყლოთ ეს ჭორი" - წერს ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებელი. "არავინ იცის, გიპასუხებს თუ არა, მაგრამ ამით საკუთარ პროფილზე აქტიურობა გაზარდა, ეს ყველას მოსწონს" - წერია პასუხად.
ფედერიკო ლეონარდო ლუჩია დაიბადა 1989 წლის 15 ოქტომბერს, ცნობილია, როგორც Fedez. არის იტალიელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და ბიზნესმენი. მისი მუსიკა იტალიაში პოპულარულია და ალბომს, რომელშიც ცნობილი სიმღერა Cigno nero-ც შედიოდა, მიენიჭა 3× პლატინის სერტიფიკატი იტალიური მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაციის მიერ.
ფედერიკო ლეონარდო ლუჩიამ ბავშვობა გაატარა ბუჩინასკოში და კორსიკოში, რომელიც მდებარეობს მილანის პროვინციაში, შემდეგ კი გადავიდა როზანოში. მან სწავლა დაიწყო სამხატვრო საშუალო სკოლაში (Liceo Artistico), თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია.
ფედესმა 2017 წლის 6 მაისს ვერონაში კონცერტის დროს რჩეულს, იტალიელ მოდის ბლოგერს, კიარა ფერანის ხელი სთხოვა. მაშინ ხელის თხოვნის ამ კადრებს მტელმა იტალიამ უყურა, რადგან კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა იტალიური რადიო და ტელეარხი RTL 102.5-ის მაუწყებლობით. ფედესი და ფერანი დაქორწინდნენ ნოტოში, სიცილიაში 2018 წლის 1 სექტემბერს. მათ ჰყავთ ვაჟი, ლეონე, რომელიც დაიბადა 2018 წლის 19 მარტს და ქალიშვილი, ვიტორია, რომელიც დაიბადა 2021 წლის 23 მარტს.
2022 წელს ფედესმა გაამხილა, რომ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საჯაროდ დავაადების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით, ოპერაციის შემდეგ ისაუბრა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ პანკრეასის იშვიათი ნეიროენდოკრინული სიმსივნე ჰქონდა.
ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. მისი ბაბუა და ბებია, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი მსახიობები იყვნენ. მისი მამა, ყველასთვის საყვარელი ტელესახე გიორგი გოგიჩაიშვილი, ცნობილი, როგორც გოგიჩა, 2019 წლის 4 ივლისს სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ნინის დედა, ნათია ბანძელაძე კი ცნობილი ჟურნალისტია.
ნინის ჰყავს და, ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც საქართველოში სამოდელო სფეროში საქმიანობდა. ნიკოლოზ ნაყოფიაზე დაქორწინების შემდეგ კი ამერიკაში ცხოვრობს, ზრდის ორ გოგონას, გატაცებულია ხატვით და პერიოდულად პერსონალურ გამოფენებსაც მართავს.
რაც შეეხება ნინის, ის 2018 წელს გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველოს კონკურსზე "მის მსოფლიო 2019". ბედი სცადა კულინარიულ შოუში, თუმცა საკონკურსო ეტაპზე ვერ გადავიდა. მოგვიანებით დუბაიში წავიდა და იქ ჟურნალისტად მუშაობს. ოჯახის წევრები მას ხშირად სტუმრობენ და ნინი კადრებს მეგობრებსაც უზიარებს ხოლმე. მოდელი ხშირად აქვეყნებს რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც, თუმცა არასდროს აჩენს მის სახეს და არც მისი ვინაობის შესახებ საუბრობს. მოდელს არც მასსა და ფედესზე გავრცელებულ ინფრომაციაზე გაუკეთებია კომენტარი.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.