არქივი8 მარტი, 2024, 15:12
ვინ არის იტალიაში ქართველის მიერ მოკლული ქართველი
იტალიაში ქართველმა ქართველი ემიგრანტი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 49 წლის პავლე შუბითიძეა.
ქართველის მკვლელობის საქმეზე, ადგილობრივმა პოლიციამ ოლეგი ჭუჭულაშვილი დააკავა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.
მკვლელობა 2 მარტს, სალერნოს რეგიონში მოხდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.