ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ არის ბიზნესმენი გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

ვინ არის ბიზნესმენი გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამ აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში საწ­ვა­ვი კომ­პა­ნია "სო­ლი­დუს­მა“ შე­ი­ტა­ნა. ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელ­მა გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ და­ა­დას­ტუ­რა. არ­ვე­ლა­ძის თქმით, სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 300 ტონა საწ­ვავ­ზე (და არა 3 ათას­ზე), რო­მე­ლიც მის­მა კომ­პა­ნი­ამ, ენ­გუ­რის ხი­დის გავ­ლით, „აფხაზ პარტნი­ო­რებს“ მი­ა­წო­და.

"ვმუ­შა­ობ აფხაზ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. ეს არის ხიდი ქარ­თულ და აფხა­ზურ ბიზ­ნესს შო­რის“, - აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

  • არ­ვე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საწ­ვა­ვი „ძი­რი­თა­დად გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, იქა­უ­რი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის­თვის“ არის გან­კუთ­ვნი­ლი.

"ეს რომ არ შეგ­ვე­ტა­ნა, 20-ლიტ­რი­ა­ნი „კა­ნის­ტრე­ბით” და­ი­წყებ­და 40 ათა­სი ქარ­თვე­ლი გად­მოს­ვლას ზუგ­დიდ­ში. ამი­ტო­მაც გა­და­წყდა, რომ ჯობ­და მე შე­მე­ტა­ნა ჩემს აფხაზ მე­გობ­რებ­თან ერ­თად“, - აცხა­დებს გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“.

არ­ვე­ლა­ძის თქმით, აქამ­დე ხდე­ბო­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა, ხოლო საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და.

რა ვი­ცით „სო­ლი­დუს­ზე“, რო­მელ­მაც აფხა­ზეთს საწ­ვა­ვი მი­ა­წო­და

სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია „სო­ლი­დუ­სი“ ბა­ზარ­ზე 2010 წლი­დან ოპე­რი­რებს. მისი 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძეა, ხოლო დი­რექ­ტო­რი შოთა კევ­ლიშ­ვი­ლი. გარ­და „სო­ლი­დუ­სის“ გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე წი­ლებს ფლობს კი­დევ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.