ვინ არიან ნიღბიანი თავდამსხმელები, რომლებიც გიორგი ახობაძეს გაუსწორდნენ და რატომ არ აკავებს მათ შსს (ვიდეო)

ექიმი გიორგი ახობაძე ამბობს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი, რომელმაც მასზე ფიზიკურად იძალადა, პოლიციის სახელით მოქმედებდა. მისი თქმით, ჩასაფრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოუწყეს. ახობაძის თქმით, საეჭვო პირები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ იმ სივრცეში, სადაც მხოლოდ სამართალდამცველებს შეუძლიათ შესვლა.

მისი მონაყოლით, ტაქსით სახლში მიმავალს, კახეთის გზატკეცილზე, უცნობებმა გზა გადაუკეტეს და მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური თავდასხმა. შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე მონაკვეთში მოხდა – ტერიტორიაზე, რომელიც სრულად აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, თუმცა დღემდე უცნობია, ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რატომ არ დაუკავებია ისინი პოლიციას.

გიორგი ახობაძე რამდენიმე დღე ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა. როგორც თავად აღნიშნავს, თავდამსხმელებმა მისი დაბრუნების დრო წინასწარ იცოდნენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა – ჰქონდა თუ არა მათ ოპერატიული მხარდაჭერა და ხომ არ მიაწოდეს ინფორმაცია სპეცსამსახურებმა, როდის ბრუნდებოდა საქართველოში გიორგი ახობაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“