ვინ არიან მელიქიშვილზე თავდამსხმელები? – მედია

ვინ იყო კახა კალაძის შტაბთან თავდასხმის ორგანიზატორი? – ტვ პირველი ინფორმაციას აქვეყნებს: ვიდეომასალის გაშიფრვის შემდეგ დგინდება, რომ აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ თავდასხმელების მობილიზებას ბექა მიგრიაული იწყებს. ეს უკანასკნელი შპს “არმიის” და “საბრძოლო კლუბის” მფლობელი და დირექტორია.

კადებში, რომელიც “პირველებმა” გაშიფრა, ჩანს მიგრიაულის გადაადგილება, ასევე ის, თუ როგორ აგზავნის ტელეფონით შეტყობინებებს, რის შემდეგაც მელიქიშვილის გამზირზე “ოცნების” პარტაქტივი ჩნდება და მალევე იწყება დაპირისპირება.

კადრებში ასევე ჩანს გიორგი შუკვანი, რომელიც -ს თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ის პოლიციას არ დაუკავებია და “პირველების” ინფრომაციით, არც განყოფილებაში გამოუკითხავთ.

დაპირისპირების კიდევ ერთ მონაწილე, რომელიც კადრებში ჩანს, არის ომარ გაბრიჩიძე – სეუს-ს თვითმმართველობის პრეზიდენტი. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გაბრიჩიძე აქციებზე ხალხს სტიქაროსნად აცნობს თავს, ამის შემდეგ კი მათზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, გაბრიჩიძე ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შვილია.  

ვიდეომასალის გაშიფვრის შედეგად “პირველებმა” ასევე დაადგინა, რომ პირი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გუშინ ღამით ხელკეტებით დარბოდა ირაკლი ბუაჩიძეა – “ოცნების” ახალგაზრული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი. აქციის მონაწილეების თქმით, ბუაჩიძის ძალადობრივი ქმედებები არაერთ აქციაზე უნახავთ.

ასევე იდენტიფიცირებულია “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, კოსტა ობოლაძე, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით გამოირჩევა.

კადრებში ჩანს მერიის თანამშრომელი, კალაძის გუნდის წევრი, ლევან თოფურიძეც, რომელიც ჯებირით უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ