ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ არიან ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები?

ვინ არიან ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები?

ვინ არიან ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრები? პარლამენტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
,,ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკურ ჯგუფების – „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ მომართვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში“ თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, პაატა სალიას, სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის და ილია ინჯიასწარდგენის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კომისია 10 წევრისგან შედგება, რომელიც 8 წევრით დაკომპლექტდა, 2 ადგილი კი უფრაქციო წევრებისათვის არის დატოვებულია. მისივე განმარტებით, პარტია „საქართველოსათვის“, რომლის წევრებიც პარლამენტის მანდატებს ინარჩუნებენ, საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მუშაობის შემთხვევაში, ამ ვაკანსიის შევსებას შეძლებენ.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.