არქივი29 აგვისტო, 2025, 01:24
„ვინც ჩემი სახელითაც აგრძელებთ ბრძოლას, მადლობა“ — ირაკლი მიმინოშვილის ბოლო სიტყვა სასამართლოში

ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ირაკლი მიმინოშვილის საბოლოო სიტყვას სასამართლოში.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ და 9 თვის მანძილზე ვერ გავიგე, საერთოდ, რის გამო ვარ აქ. მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს კარგი ადამიანები გამაცანით და მათ შორის, კამერაში — ანდრო ჭიჭინაძე, დათო ხომერიკი, გიორგი მჭედლიშვილი და უჩა აბაშიძე.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს ასეთი გვერდში დგომისთვის. ხალხსაც — დიდ ძალას მაძლევს, ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ეკრანზე ჩემს ბანერს ვხედავ 9 თვის მერე. ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც დგახართ იქ და ჩემი სახელითაც აგრძელებთ ბრძოლას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.