ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორ ანა სუბელიანის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფის ფაქტზე „ქრონიკასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ფარისევლობის ისეთ მასშტაბს და უტიფრობას აქვს ადგილი, რომ შეუძლებელია ამაზე საზოგადოებას თავისი აზრი და შეფასება არ ჰქონდეს“ მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს.
„ნებისმიერი, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ჩვენს ერს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ის ღირსია, რომ საზოგადოებამ მას ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და მერე ნუღარ გაუკვირდებათ ამ ადამიანებს, რომ მათ ფარისევლობასაც ვამხელთ, ამორალურობასაც, უსამშობლობასაც, უღმერთობასაც და საზოგადოება მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით