ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ – სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე

“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალხის მწუხარებას დასცინიან.
ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ასეთ ადამიანებს სახეში უნდა შეაფურთხონ და აღნიშნულ მოწოდებაზე პასუხისმგებლობასაც იღებს.
“ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ!!! სრულიად ვიზიარებ და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ მოწოდებაზე!” – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება