“ვინც უუნაროს გეძახით იმიტომ რომ ახლა რუსთაველზე კალაშნიკოვებით არ დგახართ, სავარაუდოდ ნერვულად გამოიფიტა” – ჯაბა ზარქუა

ძვირფასო დამოუკიდებელო და თავისუფლებისმოყვარე ქართველებო, არ წამოეგოთ თქვენი დამუნათების მცდელობებზე და გულთან არ მიიტანოთ კლავიატურის ლომების შეძახილები იმის შესახებ თითქოს ჩაფლავდით. გახსოვდეთ რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. გახსოვდეთ რომ ვინც თქვენ უუნაროს გეძახით იმიტომ რომ ახლა რუსთაველზე კალაშნიკოვებით არ დგახართ, სავარაუდოდ ნერვულად გამოიფიტა და ამას თავის თავს არ უტყდება, მიზეზებს კი გარემოში ეძებს. რას ვიზამთ, რეჟიმთან ბრძოლა ნერვების ბრძოლაა, ბევრი გატყდება მომავალშიც. გვახსოვდეს, რომ ფიზიკური ძალა რეჟიმის მხარესაა რადგან ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და იარაღი და ფული აქვთ. ჩვენ არ ვართ “ყველაფერზე წამსვლელები” და არც იარაღი და ფული გვაქვს. ყველაფერი არის ისე როგორც უნდა იყოს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთმა დალოცოს მისი მეგობარი ამერიკა

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?