ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა

ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა
„ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თავად განიხილავს, საქართველოსთვის კი ეს კანონპროექტი რატომღაც მიუღებელი უნდა იყოს.
„ევროკომისიამ ევროპარლამენტში განსახილველად ევროდირექტივა წარადგინა, რომელიც მესამე ქვეყნების მხრიდან შესაძლო გავლენებსა და ამ გავლენების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას ეხება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა, სულ მალე, ამ დირექტივის ძირითადი მიზნების შესაბამის კანონმდებლობას მიიღებენ თავიანთ ეროვნულ დონეზე. ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია. ამით, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ მათი უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, საქართველოსი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა. ეს ორმაგი სტანდარტები ანტიევროპულ განწყობებს უწყობს ხელს საქართველოში, ამიტომ, დაუშვებელია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული