ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის – მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

„მას შემდეგ რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია?“ – მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს, მას შემდეგ, რაც ჩარკვიანმა მას „უზრდელი ფეხბურთელი“ უწოდა და დაინტერესდა, სად იყო და რას საქმიანობდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. „მე ვარ უზრდელი? – ვიყო უზრდელი.

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? სად ვიყავი და ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. შენ კი მათ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ – შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.