ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე – ლევან მაჭავარიანი

ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
იგი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე გაკეთებულ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
„საზოგადოება ყველაფერს ხედავს, თუ რამდენად ასმაგი სტანდარტებით გვესაუბრებიან, თუ როგორ იქცევიან საერთოდ. ბოლო-ბოლო, თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრები ჰყავდათ გამოგზავნილი ანტისამთავრობო აქციებზე, რითაც საერთოდ გაეროს წესდებაც კი დაარღვიეს. ამ შემთხვევაში ახლა ბატონ გვარამიაზე აპელირება, რომ თითქოს, იგი სახელმწიფომ დაიჭირა იმის გამო, რომ იგი ანგელოზია და არაფერი ჩაუდენია, მოდი, კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მმართველი გუნდი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ნიკა გვარამიას მხარდამჭერ განცხადებას ეხმაურება. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს უცხოელ აქტორებს, თავდაპირველად გაეცნონ შესაბამის კანონს და საქმის მსვლელობას. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონ დამრღვევი კანონის წინაშე აგებს პასუხს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა