“ვინც ბუდუს უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებთ, ამას გეტყვით“- ზარნაძე

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ კონსტანტინე ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებულ გამოხმაურებებს პასუხობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, “ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებს, იმაზე ცუდს ვერაფერს უკეთებს, რასაც ახლა“.

“ბუდუ ზივზივაძეზე მინდა დავწერო.

ერთ დროს ერთად მოგვიწია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მასზე ბევრი არაფერი მახსოვს, იმიტომ, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი, ჩუმი, უკონფლიქტო ადამიანი, მით უფრო ერთი წლით დიდებში უწევდა თამაში, მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, არ მგონია შემდეგ მასში რადიკალურად რამე შეცვლილიყო, უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, ვინც მის უთამაშებლობას პოლიტიკას უკავშირებით, დამერწმუნეთ, იმაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებთ, რასაც უკეთებთ.

ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, კარგად იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ფეხბურთია გასახდელი, ვარჯიში, ფიზ-მომზადება, სასტუმრო, ჭამა, წონა და უამრავი რამ.

მოდით ახლა სიმართლე ვთქვათ, ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინოთ – ქართული ფეხბურთი ისეთი ცოცხალი არასდროს ყოფილა როგორც ახლა და ეს ყველაფერი ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების დამსახურებაა.

ჩამოთვლილთაგან ვინმეს კრიტიკას თუ გაბედავთ, უბრალოდ პროცესს იყენებთ და მეტი არაფერი, არაფერი კეთილშობილური მიზანი თქვენ არ გამოძრავებთ“, – წერს კონსტანტინე ზარნაძე ფეისბუქში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა