ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, რეაგირება იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს – მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კეზერაშვილის ბიძაშვილის დაკავებაზე

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე “კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაცია პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში – ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, სომხეთში, გერმანიის მოთხოვნით, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხაელ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. საერთაშორისო გამოძიება მას ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი ერთ-ერთია, მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე სიმართლე უნდა დადგინდეს.
“იმის ბიძაშვილის უკან, იმის მამიდაშვილი დგას… არ ვიცი, გამოაშკარავდება, ძალიან კარგი, გამოაშკარავდეს… ეს არის სპეკულაცია, ხელისუფლებას სჭირდება პოლიტიკური პიარისთვის. დაველოდოთ, ვნახოთ, რა ხდება, როგორ არის…”, – აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, მ.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან კეზერაშვილი და მისი გარემოცვა დგანან, რაც ფაქტებით დასტურდება.
“ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, თუ კვალი მასთან მივა, რასაკვირველია, ისეთი რეაგირება იქნება, რასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საერთაშორისო დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა სათანადო პასუხი ჰქონდეს.
გახსოვთ, კეზერაშვილი მხილებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის და, ამის საპირისპიროდ, საზოგადოებაში იმ აზრის ტირაჟირებას შეეცადა, რომ, რაღაც ფორმით, ის იყო მედიადევნილი და მედიასაქმიანობისთვის იდევნებოდა. სამწუხაროდ, ბევრი პირი, ვინც სამართლებრივ წესრიგთან კონფლიქტშია, მედიაში გავლენებს იყენებს არცთუ კეთილსინდისიერად, საიმისოდ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად ინდულგენცია გახდეს,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი