“ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგობაში მოვა პოლიტპატიმრების ოჯახებთან” – ზურაბ ცეცხლაძე

“შეცდომა” და “ღალატი” – ასე ეხმაურებიან ექსპრემიერის განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.
ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ტვ პირველთან, ამბობს:
“არავინ არჩევნებს ჯერ ერთი არ მოაგებინებს მათ. საკანონმდებლო ბაზას კარგად შეხედონ, კარგად შეხედონ რა დადგენილება მიიღო ამ ბოლო დროს ცესკომაც კი და არჩევნებამდე თუ მივა საქმე, აუცილებლად ისეთ დრაკონულ კანონებს დაამატებენ, რომ არანაირი შანსი არ ექნება ოპოზიციას რომელიმე ქალაქი მოიგოს და რომც მოიგოს არ დაუწერენ უბრალოდ და ისე როგორც გააყალბეს და მოპარეს, ისე გაუკეთებენ და ვერც ვერაფერს დაიცავენ ამ რეჟიმის პირობებში. აქედან გამომდინარე, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია