ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვინც ამ ფონზე ადგილობრივ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, თქვენი ადგილი აქციებზე არ არის” – სოფია სიამანიდუ

“ვინც ამ ფონზე ადგილობრივ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, თქვენი ადგილი აქციებზე არ არის” – სოფია სიამანიდუ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პროფესორი, სოფია სიამანიდუ, წერს:
“ახლა ამის დრო არ არის”, მაგრამ ვინც ამ ფონზე (პატიმრებით, ცესკოთი ა.შ.) ადგილობრივ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, შეგიძლიათ, აღარ იაროთ აქციებზე. თქვენი ადგილი იქ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად კონსტრუქციული ვარ და ბოლომდე ვცდილობ, არ შევიდე კონფრონტაციაში ვინმესთან (გახარიაც კი არ გამილანძღავს აქამდე), ღიად ჩაგდებთ მიწაში და ყველას მოვუწოდებ, არ მოვიდნენ არჩევნებზე. ყველა ვარიანტში წაგებულები ხართ: გახვალთ და ვერ მოიგებთ, მაგრამ ლეგიტიმაციას მისცემთ რუსებს; გახვალთ და მოიგებთ – ე.ი. სატელიტი ხართ და თქვენზე ამბობდა ბიძინა, ნაცებს დავასრულებთ და მერე კაი ოპოზიცია გვეყოლებაო. ისე რომ, დაფიქრდით, ვიდრე ხალხმა ქოცებს მიგაწიათ უკან.”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.