ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინისიუსმა შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი მოხსნას - საუდის არაბეთის კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევროს გადახდაზე თანახმაა

ვინისიუსმა შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი მოხსნას - საუდის არაბეთის კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევროს გადახდაზე თანახმაა

El Gol Digital-ის ინფორმაციით, "რეალის" 24 წლის შემტევი ვინისიუსი 2025 წლის ზაფხულში შესაძლოა, საუდის არაბეთის კლუბ "ალ-აჰლიში" გადაბარგდეს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, არაბული კლუბი მზადაა, ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევრო გადაიხადოს, რაც მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად უწერია.
თუ ეს მეგა გარიგება მართლაც შედგება, ადვილი მისახვედრი არ იქნება, რომ ვინისიუსის ტრანსფერი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული იქნება.
მას "რეალთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.