ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინისიუსმა "ბარსელონას" ჩემპიონობა გადაუდო

ლა ლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურში “რეალმა“ გასვლაზე „ესპანიოლს“ 2:0 სძლია.
დუბლი ვინისიუსმა შეასრულა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა - იქამდე 6-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა. მის ანგარიშზე 2016 წელს 16 გოლია - უფრო მეტი ტოპ 5-ლიგაში მხოლოდ ჰარი კეინს (ბაიერნი) აქვს გატანილი - 24.
„რეალს“ რომ არ მოეგო, „ბარსელონა“ ვადამდე გახდებოდა ჩემპიონი.
ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 88 ქულით ლიდერი „ბარსელონაა“, 77 ქულით მეორე ადგილზე „რეალია“, 68 ქულით მესამე ადგილზე „ვილიარეალი“, 63 ქულით კი მეოთხეზე „ატლეტიკოა“.
კორნელია დე ლობრეგატი. „RCDE სტადიუმი“
ესპანიოლი - რეალი 0:2
გოლები: 0:1 ვინისიუსი (55), 0:2 ვინისიუსი (66)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.