პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიმსჯელებთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ – კალასი საქართველოზე

ვიმსჯელებთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ – კალასი საქართველოზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დღეს, 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
ამის შესახებ კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ.
ჩვენ დავაყენეთ სანქციების დაწესების საკითხი მათ მიმართ, ვინც რეალურად ძალადობს მშვიდობიანი მომიტინგეებზე. აქამდე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ორი ევროპული ქვეყანა, რომ დათანხმდნენ ამაზე, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“, – განაცხადა კალასმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.