ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად –

ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დადებითად აფასებენ ავსტრიისა და ევროკავშირის ელჩები. დიპლომატები იმედოვნებენ, რომ გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად ლიდერები ერთსულოვნების მიღწევას შეძლებენ.
“გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. კონსულტაციები გრძელდება, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად,”- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, .

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო