პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური ნაცმოძრაობა წარსულს ჩაბარდება

ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური ნაცმოძრაობა წარსულს ჩაბარდება
“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ მედიასთან საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვაფასხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.
“ამ არჩევნებში „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ შორის არავითარი ღირებულებითი და ფასეულობითი სხვაობა არ არის. ამავდროულად, წინასაარჩევნო კამპანიისას გაერთიანებული ძალებით გამოსვლა საჭიროა ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი სიტუაციის შესაქმნელად. ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგად ნაცმოძრაობა და მისი სხვადასხვა განშტოება წარსულს ჩაბარდება”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Next: მსგავსმა საერთაშორისო რეიტინგებმა არაერთხელ გააქარწყლეს “ნაცენჯეოების” მავნებლური გზავნილები, რომ თითქოს საქართველო “კორუფციაში იხრჩობა” “ეკონომიკური სტაგნაციაა”, “უუფლებო საზოგადოებაა” და ა.შ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.