ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა – მეუფე დიმიტრი პატრიარქის გამორჩევაზე

13
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი იმ პროცესს განმარტავს, რომელიც მომავალი პატრიარქის გამორჩევას შეეხება. სასულიერო პირის თქმით, არაუგვიანეს ორი თვისა წმინდა სინოდი დაადგენს, ვინ იქნება ქვეყნის ახალი პატრიარქი.
ვილოცოთ, რომ ყოველივე სიკეთით და მშვიდობით აღსრულდეს, – ამბობს სასულიერო პირი.
არაუგვიანეს ორი თვისა მოხდება არჩევა, გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და მერე წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ამ ღვთითკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ ყოველივე სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა, – თქვა სასულიერო პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით