ვილნიუსში თავს დაესხნენ ნავალნის ახლო თანამოაზრეს
კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო თანამოაზრეს, პოლიტიკოსს და დისიდენტს, ლეონიდ ვოლკოვს 12 მარტს ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში, თავს დაესხნენ.
თავდამსხმელებმა ვოლკოვის სახლთან მისი ავტომობილის ფანჯარა ჩაამსხვრიეს, თვალებში ცრემლმდენი აირი შეასხეს და შემდეგ ჩაქუჩი ჩაარტყეს, ინფორმაცია X-ის საშუალებით გაავრცელა კირა იარმიშმა, რომელიც ნავალნის პრესმდივნის როლს ასრულებდა.
X-ზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ვოლკოვს თავზე აქვს დაზიანება.
ალექსეი ნავალნი გასულ თვეში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა კოლონიაში, სადაც 19-წლიან სასჯელს იხდიდა.
დაწერეთ კომენტარი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.