ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვილნიუსის აეროპორტმა ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო | მუშაობა შეჩერდა

ვილნიუსის აეროპორტმა ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო | მუშაობა შეჩერდა

ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა და ევაკუაცია გამოაცხადა სავარაუდო ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ანონიმური შეტყობინების გამო. შეტყობინება 15 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათზე მიიღეს. ამის შემდეგ ტერმინალებიდან ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მივიდნენ.
ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განგაში ცრუ იყო და აეროპორტი ფუნქციონირებას განაახლებდა.
"აეროპორტის შენობის საფუძვლიანი შემოწმების და შესაბამისი სამსახურების მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა, მგზავრებს საშუალება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ტერმინალებში, ხოლო დაგეგმილი ფრენების შემოწმება გრძელდება", - განაცხადა აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ვითარების გამო ჰელსინკისა და ვარშავის მიმართულებით ორი რეისი გადაიდო.
ოქტომბერში ლიეტუვაში ასობით დაწესებულებამ და კომპანიამ მიიღო ცნობები ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. მუქარა რუსულ ენაზე იყო მიღებული. საფრანგეთში აეროპორტებმა ასობით მსგავსი შეტყობინება მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.