ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვილი სანიოლს, გივი სიხარულიძეს, ზურა ყიფშიძეს და კიდევ 22 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს

ვილი სანიოლს, გივი სიხარულიძეს, ზურა ყიფშიძეს და კიდევ 22 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს

შაბათს, 5 ოქტომბერს, „თბილისობის“ მიმდინარეობისას, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 25 ადამიანს მიანიჭა საპატიო თბილისელის წოდება.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ:
· ვილი სანიოლი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, რომლის მწვრთნელობის დროსაც გავიდა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე;
· გივი სიხარულიძე - მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი;
· ზურაბ ყიფშიძე - მსახიობი;
· ზურაბ კახაბრიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი;
· მერაბ კილაძე - ქირურგი;
· გიორგი ჭუმბურიძე - ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
· დიმიტრი ბეზარაშვილი - ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· გიზო გაბესკირია - რეჟისორი;
· გვანჯი მანია - გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი;
· ბიძინა სონღულაშვილი - ინჟინერი, მეტროს მუშაკი;
· ნათელა ვასაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· გელა ფარჩუკიძე - მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი;
· ნელი სალაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი;
· მზია აფრიდონიძე - მუსიკოსი, მხატვარი;
· გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი;
· კახა ქორიძე - არქიტექტორი, მსახიობი;
· გოგი მარგველაშვილი - რეჟისორი, პროფესორი;
· თამაზ გოდერძიშვილი - დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი;
· ნელი კობიაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი;
· ვახტანგ ცუხიშვილი - არქიტექტორი;
· გურამ კალანდაძე - გეოლოგი;
· ნელი ბერაია - მხატვარი, ჟურნალისტი;
· თენგიზ გაჩეჩილაძე - პედაგოგი, ჟურნალისტი;
· თეიმურაზ ლეჟავა - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
· ოლესია თავაძე - მხატვარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.